ოთხ. ოქტ 9th, 2024

„გადადგეს მატყუარა უნიათო ხელისუფლება“ – ამ მოთხოვნით დღეს ფოთში მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში, თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებდნენ ადგილობრივმა მთავრობამ სოციალურ პროგრამებში გათვალისწინებული თანხები შეამცირა, არ ხდება ვაუჩერებისა და ერთჯერადი დახმარებების გაცემა,

აქციაზე ისინი საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ხელოვნურად გაჭიანურებასაც აპროტესტებდნენ. .
ადგილობრივ მთავრობაში კი,ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების პრეტენზიები მათთვის გაუგებარია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.