პარ. მარ 29th, 2024

,,საქმეში ჩაუხედავი, არაკომპეტენტური ადამიანის მონაჭორი”- უწოდა ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ,,ბომონდი”-ს კლინიკურმა მენეჯერმა, გიორგი ლოლუამ სამშობიარო განყოფილების დახურვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ლოლუა  კატეგორიულად უარყოფს სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის დახურვას,სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის მიერ სტანდარტების შეუსაბამობის დასკვნის საფუძველზე  :

,,არ ვიცი ვინ დგას ამ ინფორმაციის უკან. მესმის, რომ ერთადერთი სამშობიარო სახლია ფოთში და მოსახლეობას აღელვებს მისი ბედი, მაგრამ არანაირი დახურვა არ ემუქრება სამშობიარო განყოფილებას.  საქმეში ჩაუხედავი, არაკომპეტენტური ადამიანის მონაჭორია, თითქოს სანებართვო პირობებთან არ არის შესაბამისი, რადგან ამ ორგანიზაციამ თავის დროზე გასცა  ნებართვა “.

ლოლუა სამშობიარო სახლის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულ ფინანსურ ზარალსაც არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ფოთის სამშობიარო სახლი ,,ბომონდი” 1 მაისიდან წყვეტს ფუნქციონერებას.