სამ. მარ 19th, 2024
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამოშლის შედეგად დატრიალებულმა შემზარავმა ტრაგედიამ ყველას ნათლად დაგვანახა საქართველოში სამშენებლო უსაფრთხოების სისტემის დაბალი დონე.
 
გამონაკლისი არც ჩვენი ქალაქია, მოსახლეობის პანიკის მიზეზი მიშენებული კორპუსები და დაუსრულებელი შენობების უსაფრთხოება გახდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ მიზეზით მომართვიანობამ მშენებლობის სამსახურების თუ ზედამხედველობის სამსახურში საგრძნობლად მოიმატა. თუმცა, მშენებლობის სამსახურის უფროსმა, იაგო რომანაშვილმა ამ თემაზე შემდეგი შინაარსის პასუხი გაგვცა, ,, ჩვენ ყველა მომართვაზე საჭირო ზომებს ვიღებთ თუ დამატებით მერიის კანცელარიაში შემოდის წერილი ჯერ არ ვიცი. ჩვენ ყველაზე რეაგირებას ვახდენთ”.
 
რედაქციას ბაზრის მოვაჭრეებმა მიგვმართეს და გვთხოვეს გაგვეშუქებინა მათი პრობლემები, მოვაჭრეები ქალაქის მერს სთხოვენ, დართოს ბაზრის დირექტორს ნება დაამთავროს ნახევრად აგებული შენობა, სადაც რამდენიმე წელია უკვე ახორციელებენ საქმიანობას და რომ არ განმეორდეს ბათუმის ტრაგედია, რადგან ისინი ამ შენობის დაშლას არ დაუშვებენ. მოვაჭრეების პრობლემა ასევე ზამთრის მოახლოებაა. ერთ-ერთი მოვაჭრის ნონა შურღაიას განმარტებით წლების განმავლობაში იდგნენ ქუჩაში სიცივესა და ყინვაში.
 
,, აქ სუფთად ვდგავართ, არ გვაწვიმს და არ გვათოვს, მისცენ უფლება, რომ დაამთავროს შენობა, რადგან არ მოხდეს შენობის დანგრევა. რა გააკეთა ფოთის მერიამ ამ შენობაზე უკეთესი, თქვას“ _ აცხადებ შურღაია.
კიდევ ერთ-ერთი მოვაჭრე დარიკო სურმანიძე კი თხოვნით მიმართავს მერიას, რომ არ მოხდეს შენობის დემონტაჟი, ,,ძალიან გთოვთ არ მოხდეს შენობის დემონტაჟი. აქ მზე არ გვაწუხებს, არ გვაწვიმს და სისუფთავეც არის“.
 
ვასილ მურჯიკნელის განმარტებით კი მხოლოდ არასწორი ადამიანი დაანგრევს ამ შენობას. მადლიზე მტვერი და ტალახი არ არის. ქუჩაში რა უნდა პროდუქტს“ ?
 
მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გარევაჭრობის მიმართაც გამოთქვამენ და ქალაქის მერს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მანანა ცხადაია, გოჩა კურდღელიას დაპირებას ახსენებს და ამბობს,
 
,,რომ დაგვიბარა, ქალებო რომ მოგენატრებით მომაკითხეთ იქანეო, გაგვიხსენა მას შემდეგ და მოვიდა“?
რაც შეეხება ბაზრის ადმინისტრაციას, შპს ,,კორსას“ს დირექტორის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება არ გასცემს მშენებლობის დამთავრების ნებართვას და მხოლოდ შენობის დემონტაჟში ხედავს გამოსავალს,
,,მესმის მოვაჭრეების გულისტკივილის მაგრამ ბათუმის ტრაგედიის შემდეგ მეც შემეშინდა და თუ გამაგრების საშუალება არ მომცეს დემონტაჟი უნდა მოვახდინო. უკვე მივწერე წერილი მერს რომ დამრთონ ნება გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარო. აქ მარტო ჩემი ინტერესი ხომ არ არის, აქ მუშაოებენ ადამიანები, რომლების უკან დგას ოჯახები. დემონტაჟის შემთხვევაში, ისისნი ამ ზამთარს ქუჩაში დარჩებიან ხოლო რაიმე უბედურება თუ მოხდა ეს მთელი ქალაქის უბედურება გახდება. მერმა ჯერ კიდევ შარშან 2020 წლის ივნისში გამომიგზავნა წერილი სადაც ეწერა, რომ მოსალოდნელი საფრთხის შემცვლელ შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულიად დაეკისრება შპს ,,კორსას“. წერილში წერია ასევე, რომ მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების თანახმად სპს ,,კორსა“ ვალდებულია განახორციელოს უნებართვოდ და ტექნიკური რეგლამენტიების დარღვევით აშენებული ობიექტის დაშლა-დემონტაჟი. მინდა თქვენი მკითხველისათვის გავაკეთო განმარტება და ცოტა შორიდან ვიტყვი ამ შენობის აშენების მიზეზს. როგორც მოგეხსენებათ ხიდიდან ხიდამდე ტერიტორია მემორანდუმის ფარგლებში მქონდა გადმოცემული. ჩემი ინიციატივით მემორანდუმში შევიტანე ცვლილება, რომელიც რა თქმა უნდა შევათანხმე მერიასთან და 581 კვ. მ-ზე, გავაკეთე პარკინგი და გადავეცი ქალაქს. ქალაქმა თავისი შპს ,,სავაჭრო ცენტრი“ დააფუძნა, რომლის მეშვეობით ფულს კრეფდა შემდეგ როდესაც კურდღელია მოვიდა, თავისი ხალხი დააყენა და 20 თეთრის ნაცვლად 1 ლარს იღებდნენ. შემდეგ ეს თანხა 2 ლარამდე გაიზარდა. ცოტა ხანში სატვირთო მარშუტკები დააყენეს და 12 ლარის აკრეფა დაიწყეს. რბილად, რომ ვთქვათ კურდღელია წილში ჩამიჯდა. როდესაც ამ საკითხით დაინტერესდა ანტიკორუფციული სამსახური, გაირკვა, რომ თეთრიც კი არ შედიოდა ბიუჯეტში. მერიამ გამოსავალი შპს-ს დახურვაში ნახა.
თუმცა, დარჩა სახელმწიფო ვალი. ამის შემდეგ მოვიდა კოტე თოფურია, თენგიზ შონია, დათო ჯგერენაია, გოჩა გეგენავა, მომიტანეს ხელმოუწერელი მემორანდუმი და მითხრეს, რომ პარკინგი განმეახლებინა, ასევე სამარშუტო ტაქსების გაჩერება. როდესაც ხარჯთაღრიცხვა გავაკეთე ძალიან დიდ თანხებამდე ავიდა და უარი ვთქვი. შემდეგ გუბერნატორის მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ მითხრა, რომ მომეწესრიგებინა ბაზარი. ამეშენებინა დიდი კონსტრუქციის შენობა, სადაც დიდი მანქანებიც შეძლებდნენ შესვლას და ვაჭრობას. პროქტი კი მოგვიანებით დამტკიცდებოდა. შესაბამისად ტერიტორია მოწესრიგდებოდა და ქაოტურად არ იქნებოდა განლაგებული სატვირთო მარშუტკები. თენგო შონიამ თვითონ მოიყვანა 12 მუშა და თვითონ ადგა თავზე, თუ როგორ გაეკეთებინათ ქვედა სამუშაოები, ბეტონის მოსხმა იქნებოდა თუ ხრეშის დაყრა. თვითონვე დამიწერეს თუ რა მასალა მომეტანა და რა მასალისგან ამეშენებინა. აბსოლიტურად ყველა შესყიდვის დოკუმენტი მაქვს. ერთ წელზე მეტს ვაშენებდი. მივედი დახურვამდე და მეუბნებიან, რომ გოჩა კურდღელია ხელს არ აწერსო პროექტს, გადახურვაზეც უარი მითხრეს, არ შეიძლება იქ ამ შენობის აშენებაო. ძალიან გავბრაზდი და მაინც გადავხურე. 20 ათასი ლარით დამაჯარიმეს. ის თანხა მათვის რომ მიმეცა არ დამაჯარიმებდნენ. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს მაგრამ ქალაქში არაფერი გაკეთდება თუ თანხა არ გადაიხადე. ისმის კითხვა რატომ 20 ათასი? ანდა რატომ 1 წლის მშენებლობის შემდეგ, ან რატომ ჯარიმა, როდესაც მათ მითხრეს, რომ მე ამეშენებინა და პროექტს მერე დაამტკიცებდნენ? ამ დროს მე მაქვს დამტკიცებული მთლიანი ტერიტორიის გენ-გეგმა, რომლის ავტორიც არის ჯემალ გიგიბერია, შესაბამისად ცალკე ერთი შენობის პროექტი არც იყო საჭირო. გენ-გეგმის ფარგლებში ის შენობები რაც დამაშლევინეს უნდა იდგეს, რიონში შედის გზა და მრგვალი რესტორანით მთავრდება. ასევე იმ ბაზრის წინ , რომელზედაც ახლა ვსაუბრობთ, რიონზე უნდა ყოფილიყო დაკიდებული ხიდი, რათა ხალხს პირდაპირ შეძლებოდა გადასვლა. სულ არ ჭირდებოდა ამას ახალი სპოექტი. მაგრამ არანაირ გასაქანს არ მაძლევენ, ამაშენინებენ, ფულსჩამაყრევინებენდა დამაშლევინებენ“- აცხადებს კორსანტია.
 
ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა,დათო ჯგერენაიამ დაგვიდასტურა, რომ შემოვიდა წერილი შპს ,,კორსა“-დან შენობის დამტკიცების მოთხოვნით, ,,დიახ შემოვიდა წერილი და ამჟამად განხილვის ეტაპზეა“.
 
ალბათ მოვა დრო და სამართალდამცველო ორგანოები გაარკვევენ რა როგორ კეთდება ამ ქალაქში. ფაქტი ისაა რომ შპს ,,კოლხამ“ ბაზრის ტერიტორიაზე არაერთი შენობა ააშენა, მათ შორის თევზის ბაზარი და რესტორანი, რომელიც ქალაქის მაშინდელმა მერმა ირაკლი კაკულიამ ზარ-ზეიმით გახსნადა ლენტიც კი გაჭრა. ხოლო მომდევნო მერმა,გოჩა კურდღელიამ მისი დემონტაჟის ბრძანება გასცა და ახლი წლის წინა დღეს შენობები დაანგრიეს. ისმის კითხვა, რატო აძლევენ ნებართვას თუნდაც სიტყვიერს თუ დააშლევინებენ? როგორც სჩანს ბაზრის მიმართ ინტერესები მერების ცვლილებებთან ერთად იცვლება.
 
შეძლებოდა გადასვლა. სულ არ ჭირდებოდა ამას ახალი სპოექტი. მაგრამ არანაირ გასაქანს არ მაძლევენ, ამაშენინებენ, ფულსჩამაყრევინებენდა დამაშლევინებენ“- აცხადებს კორსანტია.
 
ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა,დათო ჯგერენაიამ დაგვიდასტურა, რომ შემოვიდა წერილი შპს ,,კორსა“-დან შენობის დამტკიცების მოთხოვნით, ,,დიახ შემოვიდა წერილი და ამჟამად განხილვის ეტაპზეა“.
 
ალბათ მოვა დრო და სამართალდამცველო ორგანოები გაარკვევენ რა, როგორ კეთდება ამ ქალაქში. ფაქტი ისაა, რომ შპს ,,კოლხამ“ ბაზრის ტერიტორიაზე არაერთი შენობა ააშენა, მათ შორის თევზის ბაზარი და რესტორანი, რომელიც ქალაქის მაშინდელმა მერმა ირაკლი კაკულიამ ზარ-ზეიმით გახსნა და წითელი ლენტიც კი გაჭრა. ხოლო მომდევნო მერმა, გოჩა კურდღელიამ მისი დემონტაჟის ბრძანება გასცა და ახლი წლის წინა დღეს შენობები დაანგრიეს.
 
ისმის კითხვა, რატომ ხდება თუნდაც სიტყვიერი შეთანხმება, თუ მალევე მოხდება შეთანხმების დარღვევა?!
როგორც სჩანს ბაზრის მიმართ ინტერესები მერების ცვლილებებთან ერთად იცვლება.
 
ივეტა პაჭკორია, ფოთი