პარ. აპრ 26th, 2024
ქვეყანაში Pfizerზე მოთხოვნა იზრდება.ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი ვაქცინაცია ასეთი აქტიური ტემპით გაგრძელდება Pfizer-ის გახარჯვა სექტემბრის ბოლომდე შესაძლებელია, რაც ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში საგრძნობლად დაეხმარება.

წლის ბოლომდე საქართველოში კვლავ შემოვა Pfizer-ის მილიონ-ნახევარი დოზა.
საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 532 171-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 611 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 468 917-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334,
Stopcov.ge-ს მოანცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 065 848 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 331 736 ადამიანი.
ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 6983 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6434 პაციენტი, გარდაცვლილი -75.