პარ. მარ 29th, 2024

ფოთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. “შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა ჯერ დასრულებული არ არის“, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვაწვდიან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მისი თქმით, კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 827-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 128-ს შეადგენს.