შაბ. აპრ 27th, 2024

“ფოთის მერიამ სიახლე – ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ, „ეიპიემ ტერმინალის“ ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა,- განუცხადა msnews.ge-ის ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

„ინფორმაცია ფოთის პორტისგან მივიღეთ, ჩავთვალეთ, რომ ეს იყო პოზიტიური ინფორმაცია და გავავრცელეთ… ინფორმაცია, რომ მშენებელობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანება გაუქმებულია, ჯერ არ გვაქვს, გავერკვევით სიტუაციაში“, – განაცხადა მერმა.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ, დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.