ოთხ. ოქტ 9th, 2024

„ფოთის დღეები_2018“ ის ფარგლებში, სახელოვნებო ცენტრის დარბაზში ფოთის თვითმმართველობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოს ქალაქის ხელმძღვანელობა, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი დაესწრო.
ღონისძიებაზე, სახელწოდებით „ქალაქ ფოთის თვითმმართველობის ისტორია“ ანტიკური ეპოქიდან დღემდე, ფაზისისა და შემდგომ ფოთის განვითარების ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე ისაუბრეს.

სიმბოლურია, რომ ქალაქის დღეების აღნიშვნა, იმპერატორ ალექსანდრეს მიერ ფოთის საპორტო ქალაქად გამოცხადების 160 და თვითმმართველობის შემოღების 135 წლისთავს დაემთხვა.

ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ფოთის 16 მოქალაქე საპატიო მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.