პარ. მარ 29th, 2024

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს,როგორც მათ განაცხადეს „საარჩევნო უბანთან იდგა ხალხი,რომლებიც აგიტაციას ეწეოდა. კანონით, 100 მეტრის რადიუსში კი ამის უფლება არავის არა აქვს.

როგორც კი ვუთხარი დატოვეთ ადგილი, დაიწყეს ჩხუბი და შევედით მწვავე პოლემიკაში. ხელისუფლება, საზოგადიებრივ ტრანსპორტს იყენებს ყველა უბანზე და არ ერიდება არაფერს და ვინ იცის კიდევ რას აპირებს. სხვა შანსი არაფრის არა აქვს ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ გააყალბოს არჩევნები. მივმართავ ყველას, ხელისუფლებას პირველ რიგში, ძირმომპალი გაქვთ უკვე და მიხვდით. ნორმალურად ხომ შეიძლება გადაატაროთ ეს ხელისუფლება. ჩვენ როცა წავაგეთ, ხომ ნორმალურად გადავაბარეთ ხელისუფლება. გამოვიდა სააკაშვილი მაშინ და მოულოცა კიდევაც გამარჯვება, გადააბარა არჩევნები. ოჯახებში მივიდნენ, პირადობები ჩამოართვეს, ფული გადაუხადეს, სიები აქვთ გაკეთებული ვისი პირდობები აქვთ ჩამორთმეული და ფული ვიზეც აქვთ გადახდილი.მთელი მახინაციები აქვთ გაკეთებული“ – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.