პარ. აპრ 19th, 2024

ფოთში არსებული სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას თიბისის მოსწავლის ბარათს გამოიყენებენ, სპეციალური საშეღავათო ტარიფით, კერძოდ, დღეში ორი უფასო მგზავრობით ისარგებლებენ.

აღნიშნული სიახლე ფოთის მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ფოთის სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით 13 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის თიბისის ფოთის ფილიალებში გაცემულ ყველა მოსწავლის ბარათზე მოქმედებს.

 როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მშობლებისათვის მისასალმებელია სიახლის დანერგვა ქალაქში. ,,კომფორტი”, ასე აფასებენ ფოთელები თიბისის მოსწავლის ბარათის შემოღებას.,

,,,ძალიან სასიხარულოა ნებისმიერი სიახლის გამოჩენა ფოთში. მივესალმები თიბისი მოსწავლის ბარათით მგზავრობის დანერგვას. ვგეგმავთ ჩვენც გამოვიყენოთ ბარათი, რათა გადაადგილების პროცესი უფრო კომფორტული გახდეს. ვფიქრობ, ამ ბარათის სარგებლობით გაცილებით გამარტივდება მგზავრობა, როგორც ჩვენთვის, ასევე მოსწავლებისთვისაც” – ამბობს სასიამოვნო სიახლით აღფრთოვანებული მშობელი თეა პაჭკორია.

,, მივესალმები თიბისი ბარათის შემოღეებას. როგორც კი სკოლა დაიწყება ვაპირებ, რომ გამოვიყენო ბარათი და კომფორტულად ვიმგზავრო. ვთვლი, რომ ამ სასწავლო წელს პანდემიის ფონზე ფოთელი მოსწავლეებისათვის  მისაღები და სასიამოვნო სიახლეა დანერგილი. “- გვითხრა მე 4 საჯარო სკოლის 5 კლასის მოსწავლემ მარიამ მირცხულავამ.

ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის 12 კლასის მოსწავლე ლიკა ღვინჯილიაც ბარათით გამოწვეულ კმაყოფილებას გამოხატავს: „ჩემთვის, როგორც სკოლის მოსწავლისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლეა, რადგან, ამიერიდან შემეძლება ვისარგებლო სპეციალური შეღავათით დღეში ორი უფასო მგზავრობით.  ეს შეღავათი ჩვენთვის საკმაოდ კარგია და ქალაქისთვისაც წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება. დიდი მადლობა ფოთის მუნიციპალიტეტს, ფოთის სატრანსპორტო კომპანიას და თიბისი ბანკს ამ სასიამოვნო ინიციატივისათვის“.

მათ, ვისაც სურთ აღნიშნული საშეღავათო ტარიფით სარგებლობა და თიბისის მოსწავლის ბარათი ჯერ არ აქვთ შეძენილი, ბარათის შეკვეთა თიბისის ფოთის ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, 2 სამუშაო დღეში ამოქმედდება. აღსანიშნავია,რომ შეღავათი ეხება მხოლოდ ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტს. მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს, შესაძლებლობა ექნებათ რომ ყოველი 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ 2 უფასო მგზავრობით ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში.