პარ. მარ 29th, 2024

ავტორი: Inga Gvasalia

ფოთის საკრებულოს თავჯდომარედ ალიკა თოფურია აირჩიეს

დღეს ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით (13- ერთის წინააღმდეგ), საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე თოფურია აირჩიეს.

ხელბურთელებმა ახალი სეზონი „ოქროს ვერძის” წარდგენით დაიწყეს

ფოთში ხელბურთელებმა ახალი სეზონი სახელბურთო კლუბ “ოქროს ვერძის” წარდგენითა და ხელბურთელებისთვის კონტრაქტების გაფორმების ცერემონიალით დაიწყეს.

საერთაშორისო ტურნირი ,,შოტოკან კარატე დო“-ში

რამდენიმე დღის წინ ფოთის მე–2 საჯარო სკოლის დარბაზში 21-ე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი “შოტოკან კარატე დო”-სა და კონტაქტურ კარატეში ჩატარდა. ტურნირში ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ფოთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

ლაშაობა ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში 11 ოქტომბერს, ლაშა გახარიას დაბადების დღეს, მაშინ, როცა ,,რუმე სერიში ლანდღვე თოლს თუთაქ სინთე ქალაჭვალ”, პოეტის ეზოში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.

“კოლხი დედა” “პატიმრობიდან” გათავისუფლდა

რამდენიმე წლის წინ, წინა ხელისუფლების რომელიღაც მაღალჩინოსნის გადაწყვეტილებით ლამის ფოთის სიმბოლოდ ქცეული „კოლხი დედის“ ქანდაკება აიღეს და სადღაც სარდაფში გამოკეტეს.

რამდენიმე დევნილი ქვეყნის დატოვებას აპირებს

საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა და ქვეყნის დატოვებაზე განცხადება ფოთში,”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე დევნილებმა გააკეთეს.

„მთავარი თემა სამეგრელოში“ საუკეთესო სტატიისთვის პოლონეთმა დააჯილდოვა

რეგიონული მედიაგამოცემები პოლონურმა ორგანიზაციამ „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“ დააჯილდოვა. ნომინაციაში „საუკეთესო სტატია“ დასახელდა „მთავარი თემა სამეგრელოში“.

ირღვევა თუ არა ბაღებში დასაქმებულთა შრომითი უფლებები?

ფოთში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულებს წლის განმავლობაში ორჯერ უწევთ ერთსადაიმავე თანამდებობაზე დანიშვნის გამო განცხადების დაწერა.

ხობელი დევნილების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია

უკვე ოც წელზე მეტია აფხაზეთიდან დევნილი 5 ოჯახი ხობში, სახოკიას ქუჩაზე, პირველ ნომერში, “გზამშენებელი-1”-ის კუთვნილ შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

ფოთში პედაგოგთა საქალაქო პროფკავშირული ორგანიზაცია აღდგა

ფოთში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების საქალაქო ორგანიზაციის 1 კონფერენცია ჩატარდა,სადაც ორგანიზაციის თავჯდომარედ ინგა გვასალია აირჩიეს, ასევე აირჩიეს საბჭოს წევრები და ყრილობის დელეგატები.

რისთვის ისჯება გამზარდია?

ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მეტალურგიული ქარხნის შპს ,,მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“-ს ყოფილი თანამშრომლის ამირან გამზარდიას მიერ ამავე კომპანიის წინააღმდეგ წამოწყებული შრომით დავასთან დაკავშირებული სარჩელი.

ფოთიდან დევნილები თბილისში ფეხით გაემგზავრნენ

დევნილები საცხოვრებელი ბინების მიღების მოთხოვნით დაწყებული ერთკვირიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ფოთიდან ფეხით თბილისში გაემგზავრნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია.

როდის განახლდება სწავლის პროცესი მე-4 საჯარო სკოლაში?

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. გადაუღებელი წვიმების შედეგად სკოლის შენობა და ყველა საჭირო ინვენტარი მთლიანად დაზიანდა.

ფოთში დევნილებმა საპროტესტო აქციები ისევ დაიწყეს

ფოთში დევნილებმა საცხოვრებელი ბინების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ისევ დაიწყეს. ისინი ამ მოთხოვნით რამდენიმე დღის წინაც პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ.

ვინ აგებს პასუხს ბაზარში გაყიდულ თევზზე?

რედაქციაში ფოთის ბაზარში თევზის სარეალიზაციო ადგილზე არსებული პირობებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა დარეკეს და გვთხოვეს,დავინტერესებულიყავით საკითხით.განაწყენებული მოქალაქეები,გამყიდველების არაკეთილსინდისიერებაზეც მიუთითებდნენ.

სირიაჩქონი – სოფელი, რომელიც წყალს მიაქვს

ბოლოწლებში გახშირებული გადაუღებელი წვიმების გამო რიონმა შეიცვალა მიმართულება და სოფელ სირაჩქონის ბოლოს დამბა თითქმის წაიღო. კიდევ ერთი წყალუხვი წვიმების სეზონი და შეუბრალებელი რიონი, ალბათ, სოფელში დარჩენილ გლეხებსაც წალეკავს.