შაბ. აპრ 20th, 2024

ფოთში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით სამეგრელოს მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს, ,,საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს”, საქართველოს ტელერადიოცენტრის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

როგორც საინფორმაციო შეხვედრაზე ითქვა გრაფიკის მიხედვით 18 ივლისიდან დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მიწისზედა საეთერო სიგნალი გაეთიშება.

ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება Dvb-t2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. მთავრობის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცემათ.

ანალოგიური შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარდება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე მიეწოდება.