ხუთ. მარ 28th, 2024

ფოთში ხვალ 15-25 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად საქართველოში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.

გახსნის ცერემონიას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი «დღეს».
საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები.

ქართული და უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები მაყურებელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგებიან. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას. პროექტის ფარგლებში უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი პირველად იმართება საქართველოში და მას როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან ყოველწლიური სახე მიეცემა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ფესტივალის შემდეგ, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრება.