ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთი წელს ნანა ალექსანდრიას თასზე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მეათედ მასპინძლობს. იგი 2006 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად მონაწილეთა რაოდენობაც იზრდება.

ფესტივალი ფოთის საჭადრაკო სკოლის ორგანიზებითა და ფოთის მერიის დაფინანსებით იმართება.
წელს საერთაშორისო ფესტივალში 12 ქვეყნის 400-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის 15 დიდოსტატი მონაწილეობს.წელსაც ფესტივალში ამიერკავკასიის ქვეყნები, აქტიურად ერთვებიან. სტუმრების ყველაზე დიდი რაოდენობა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა.

ფესტივალში წელს პირველად საქართველოს ნაკრების წევრი, საქართველოს პირველი მოჭადრაკე საერთაშორისო დიდოსტატი ბადურ ჯობავაც ჩაერთო.

ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ტარდება. გახსნის დღეს ასაკობრივი ტურნირში 200-მდე დიდოსტატმა იასპარეზა. ასევე საჭადრაკო სკოლის სატურნირო დარბაზში პარალელურად ფესტივალის „ა“ ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც საერთაშორისო დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები და ფიდეს ოსტატები მონაწილეობენ, სულ 75 მოჭადრაკეა ჩართული აღნიშნულ ტურნირში.

ფესტივალის მთავარი მსაჯი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ლელა თანდაშვილი გახლავთ .
ფესტივალი წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25.000 ლარით დაფინანსდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ აღნიშნული ფესტივალი 6000 ლარით დააფინანსა, ხოლო გენერალურმა სპონსორმა “პაშა” ბანკმა 5000 ლარით.
“ნანა ალექსანდრიას თასი-2015” 20 ივლისს დაიხურება.