სამ. აპრ 16th, 2024

ამის შესახებ 2015 წლის 29 მაისს თურქეთში, სტამბოლში გამართულ “შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების” ყოველწლიურ,

რიგით მე-4 კონფერენციაზე განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯოზეფ ქროულმა.სადაც მან ფოთის პორტის, როგორც შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ცენტრალური აზიის კომერციული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი კარიბჭის უპირატესობებსა და ხელსაყრელ პირობებზეც ისაუბრა.

მისი თქმით „პორტის ინფრასტრუქტურისთვის განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს მომავალში კარიბჭის მოცულობის ზრდას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოსთვის გლობალური სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით.ეს იქნება ინფრასტრუქტურული ინვესტიციის გრძელვადიანი სარგებელი ფოთის მრავალმიზნობრივ, ღრმაწყლიან ნავსადგურში რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მომსახურებას“.

2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი პორტი – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.
მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი (500,000ტონა – წლიური მწარმოებლურობის შესაძლებლობით) გაიხსნა 2013 წლის მაისში, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური აზიის ხორბლის ექსპორტისთვის ალტერნატიულ მარშრუტს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.

2014 წელს, საქართველოს პორტებში, კონტეინერების საერთო ტვირთბრუნვამ დაახლოებით 480,000TEU შეადგინა, საიდანაც 80% ანუ 385,000TEU ფოთის პორტზე მოდის. 2015 წელს, ფოთის პორტი გეგმავს 8 მილიონი ტონა ტვირთისა და 400,000TEU კონტეინერის გადამუშავებას, 1,300-ზე მეტი გემის შემოსვლით პორტში.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ დაასრულა პორტის გენერალური გეგმის დეტალური შესწავლა, რომელიც ითვალისწინებს მომავალში მზარდი ტვირთნაკადის მიღებას და ტრანსპორტირებას როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით.

გასულ წელს, სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის დასრულებით, „ეიპიემ ტერმინალსმა“ გადადგა პირველი ნაბიჯი ფართო-მასშტაბური პორტის გაფართოების პროექტის განხორციელებისკენ. გაფართოების გეგმის მომდევნო ეტაპი, რომელიც სავარაუდოდ 2018 წელს დასრულდება, მოიცავს ორი ახალი ღრმაწყლიანი ნავმისადგომის მშენებლობას, სადაც წლიური გამტარუნარიანობა იქნება ერთი მილიონი TEU, ხოლო ნავმისადგომზე შესაძლებელი იქნება 9,000TEU სიმძლავრის გემების მიღება.

დაგეგმილი ახალი ნავმისადგომები, რომლებიც უნდა აშენდეს არსებული სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის წინ, საშუალებას მისცემს გაფართოებულ ღრმაწყლიან მეგა-პორტს სრულად გამოიყენოს არსებული ტერმინალი, სამანქანო გზა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
პროექტის დასრულების შემდგომ, ფოთის მეგა-პორტის წლიური ტვირთბრუნვის სიმძლავრე იქნება 50 მილიონი ტონა და 2 მილიონი TEU კონტეინერი. ფოთის მეგა-პორტში, რომლის სიღრმე იქნება 16 მეტრამდე, შესაძლებელი გახდება შავ ზღვაში მოძრავი ყველაზე დიდი გემების შემოსვლა.

„ფოთის მეგა-პორტის მშენებლობა განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ასევე სავაჭრო საქმიანობის ხელშეწყობას პორტში, ქვეყანაში და შესაბამისად რეგიონში“ განაცხადა ქროულმა.