პარ. აპრ 26th, 2024

ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრებმა დევნილებმა მათი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე თხევადი გაზის სატუმბი მანქანის განთავსება გააპროტესტეს.

მოსახლეობის მღელვარება და შიში გაზგასამართ სადგურთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სადგურის აფეთქებამ გამოიწვია. მათი განმარტებით მჭიდრო დასახლებასთან, სადაც უსაფრთხოების ზომები არაა დაცული, მსგავსი ობიექტი არ უნდა ფუნქციონირებდეს. მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიიდან გაზის სატუმბი მანქანის გაყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში,როგორც ისინი ამბობენ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.