ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთის შპს „ვუდინპექსის“ თანამშრომლები უკვე 6-7 თვეა,უხელფასოდ მუშაობენ.ხელფასების მოთხოვნოთ შპს „ვუდინპექსის“ თანამშრომლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს ქარხნის წინ.

როგორც საწარმოს თანამშრომლები ამბობენ, აქ არავინაა ისეთი კომპეტენტური პირი, ვისგანაც შეუძლიათ ინფორმაციის მიღება. აქციის მონაწილეების თქმით, ერთი თვის წინ საწარმოს ხელმძღვანელებისგან ჩამოსული იყო წარმომადგენელი, რომელმაც მთელი დოკუმენტაცია გადაიტანა სათავო ოფისში დედაქალაქში და მას შემდეგ დირექტორი თვალით არავის უნახავს და პასუხის გამცემიც არავინაა.

მუშებმა დღის განმავლობაში ორჯერ გადაკეტეს ლარნაკას ქუჩა, მაგრამ პატრულმა ორივეჯერ გახსნა. ფინანსურ-გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური დაპირდა თანამშრომლებს, რომ გაარკვევდა რამდენ ხანში იქნება სახელფასო დავალიანება გასტუმრებული. სულ რამდენიმე თვეა, ამ საწარმოში პროფკავშირული გაერთიანება შეიქმნა და საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების წარმომადგენელი ინგა გვასალია ამ თანამშრომლების გვერდით იმყოფებოდა.

იგი დაუკავშირდა ზურაბ ნაყეურს, რომელმაც უარყო ყველანაირი კავშირი შპს “ვუდინპექსთან”. ჩვენ გავესაუბრეთ “ვუდინპექსის” წარმომადგენელ დათო კეზერელს. მისი თქმით, “ვუდინპექს” დავალიანება გააჩნია სახელმწიფოს მიმართაც და ვერ უკავშირდებიან საწარმოს დირექტორ პაატა მიქაძეს, რომელიც, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, უკრაინაშია გადასული.

არადა, მუშებს ტელეკამერების წინ და შემდეგ მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავჯდომარეს მარინა კურტანიძეს დაპირდა სულ რამდენიმე დღეში სახელფასო დავალიანების დაფარვას. მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა, მაგრამ დირექტორის დაპირება კამერების ჩაქრობისთანავე და თავჯდომარის თბილისში დაბრუნებისთანავე დავიწყებას მიეცა. გაბეზრებულმა მუშებმა კი საპროტესტო აქციით გადაწყვიტეს კუთვნილი ხელფასისების მიღება. პროფკავშირების ჩარევის შედეგად მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას.

მუშებს გვერდში დაუდგა და მათი უფლებები დაიცვა მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირის ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინა კურტანიძე დაუკავშირდა საწარმოს ხელმძღვანელობას და დაპირება მიიღო, რომ ახალ წლამდე დაიწყება დავალიანების გაცემა და იანვრის ბოლომდე დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფკავშირები სასამართლოს მიმართავენ დავალიანების ამოსაღებად.
მარი ჯავახია, ფოთი