ოთხ. ოქტ 9th, 2024

2024 წლის 26 ოქტომბერს, პირველად საქართველოში საქართველოს პარლამენტის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ქვეყნის მაშტაბით არსებულ უბნებზე, ამომრჩეველი ხმას ელექტრონულად მისცემს. ელექტრონული არჩევნების გამოცდილება საქართველოში ამომრჩევლის მცირე ნაწილს აქვს – მხოლოდ მათ, ვინც 2018 წლის შემდეგ ჩატარებულ სხვადასხვა დონის არჩევნებზე, საპილოტო პროგრამისთვის შერჩეულ უბნებზე აძლევდა ხმას.

სწორედ ეელქტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით  ,,ჟურნალისტთა  ქსელი  გენდერული თანასწორობისთვის“  USAID-ისა  და  IFES-ის  ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელებული  პროექტის „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის გეგმავს საინფორმაციო  შეხვედრებს  თემაზე: მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებულობა ელექტრონულ არჩვენებზე.

 ,,ჟურნალისტთა  ქსელი  გენდერული თანასწორობისთვის“ საინფორმაციო შეხვედრებს  საქართველოს 6 რეგიონში მართავს, მათ შორის სამეგრელოშიც. ამ მიზნით 17  სექტემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანია ამომრჩევლებში ცნობიერების ამაღლება, როგორც შეხვედრიდან გაირკვა, მსგავსი სახის შეხვედრები მოსახლეობაში  არ  ჩატარებულა.  მათივე თქმით არჩევნების ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარება მათში გაურკვევლობას და უნდობლობას იწვევს.

საინფორმაციო შეხვედრა, მოსახლეობასთან საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

,,msnews.ge“ დავინტერესდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო თემაზე საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის.

მუხურის მკვიდრის ასმათ გახარიას თქმით: „ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, არჩევნების ახალ სისტემაში გავერკვიე. ბევრი კითხვა გამიჩნდა როცა სატელევიზიო რეკლამებს ვუყურებდი, ამ შეხვედრაზე კი ყველა კითხვაზე ძირფესვიანი პასუხები მივიღე“.

მარინე გოგინავას განმარტებით: „მეგონა რომ ბევრი რამ ვიცოდი არჩევნების შესახებ, თურმე ვცდებოდი ამ ტრენინგის მერე უფრო მეტი გავიგე. კარგი იქნება მსგავსი სახის შეხვედრები, რომ ტარდებოდეს. ყველა კითხვაზე მივიღე ამომწურავი პასუხი. მადლობა ამისთვის ტრენერს“.

დავით ჩიქოვანს წელს პირველად უწევს არჩევნებში მონაწილეობა და როგორც მან გვითხრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრაზე დასწრება: „ წელს პირველად მიწევს არჩევნებში მონაწილეობა და ძალიან მაინტერესებდა ყველაფერი რაც არჩევნებს ეხება. აღნიშნული  შეხვედრა ჩემთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბევრი რამ გავიგე, თუ, როგორ უნდა მივცე ხმა, რა უნდა მქონდეს თან  ხმის მიცემის პროცესში, რისი უფლება მაქვს, როგორც ამომრჩეველს“.

 ,,ჟურნალისტთა  ქსელი  გენდერული თანასწორობისთვის“ მორიგ შეხვედრას წალენჯიხის მუნციპალიტეტში გეგმავს.