პარ. აპრ 19th, 2024

გაერთიანებული ოპოზიცია ფოთში მე 15 უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს. ოპოზიციის დამკვირვებლის თქმით, უბანზე გასატანი ყუთი დაულუქავ მდგომარეობაში შეიტანეს რაც კანონდარღვევაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკვაშირებით უკვე დაიწერა საჩივარი. მე15 უბნის თავმდმჯდომარე ადასტურებს, რომ ყუთი უბანზე შეტანისას დაულუქავი იყო, თუმცა აქვე განმარტავს რომ ეს კანონდარღვევა არ არის. იმავეს ადასტურებს ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია ” 15 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა, გადასატანი ყუთი გავიდა საარჩევნო უბნიდან ერთ_ ერთ ამომრჩეველთან, სადაც მოხდა გარკვეული შეფერხება, ამიტომ მოხდა უბანზე გადასატანი ყუთის შემობრუნება დაულუქავ მდგომარეობაში”- განმარტა როდონაიამ