პარ. აპრ 26th, 2024

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, რომელიც კომპანია ,,Caucasian Metals Terminal”, დამფუძნებელია, თავის პარტნიორ

შვეიცარულ-ავსტრიული კომპანია “Industrial Minerals”-თან ერთად კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა.

COVID-19 არის მსოფლიოს ახალი გამოწვევა, რომელთანაც ბრძოლა ჩვენს ქვეყანასაც უწევს. საქართველოს მთავრობის მყისიერი ღონისძიებებით, კორონავირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ მან მაინც შეძლო ზიანი მიეყენებინა ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნისათვის. ეს არის ჩვენი მცირედი შენატანი, რომელიც მოხმარდება ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა ბრძოლა ვირუსის შესაჩერებლად და იმ მოქალაქეების დასახმარებლად რომელთაც შექმნილმა მდგომარეობამ სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა “ – აცხადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია.

გოჩა კურდღელია მადლობას უხდის კომპანია “Industrial Minerals” და “Caucasian Metals Terminal”-ის ყველა თანამშრომელს, მაღალი სამოქალაქო აქტივობისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

გარდა ამისა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერიის მოადგილეები: კონსტანტინე თოფურია, მამუკა პაპასკირი და პაატა ლაგვილავა უერთდებიან მმართველი პარტიის ინიციატივას და ხელფასების ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.