პარ. მარ 29th, 2024

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ფოთში ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია :საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და სათამაშო საბავშვო მოედნების მშენებლობა; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობა; საჩრდილობელი ჯიხურისა და ველოსიპედის სადგომის მოწყობა; ატრაქციონების მონტაჟი;  საგამოფენო ზონის კეთილმოწყობა; ტერიტორიის მწვანე ნარგავებით შევსება.

 პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.
პარკის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.