ხუთ. აპრ 18th, 2024

ფოთის აგრარული ბაზარი ამ ეტაპზე ფუნქციონირებას აგრძელებს, ზუგდიდის და სენაკის ბაზრები კი დაიხურა. ამის შესახებ კომენტარი დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა.

მისი განცხადებით ფოთში ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი ,,უნივერსამი“ , რომლის ადმინისტრაციამაც ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას და ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის.