პარ. მარ 29th, 2024

წალენჯიხიდან ფოთის ჰოსპიტალში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით გადმოყვანილ ქალბატონს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.„დღეს 4 ადამიანი გადავიყვანეთ კარატნში. ესენი არინ აზერბაიჯანიდან და სოხეთიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები, 35-დან 50 წლამდე ასაკის. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ოჯახში არ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები და მეტი სიფრთხილისთვის ზუგდიდის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში 9 და კარანტინშიც 9 ადამიანი გვყავს. თითოეულ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“_განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.