ოთხ. აპრ 24th, 2024

შპს ,,ლუკას“ დირექტორის ნოდარ კორსანტიას თქმით აგრარული ბაზარი არ დაიხურება, ამისათვის მათ უსაფრთხოების ყველა ზომები დაიცვეს და ორშაბათიდან ბაზარში შემოსულ მყიდველს განსხვავებული გარემო დახვდებათ. როგორც კორსანტია ამბობს:

,,ბაზრის ტერიტორიაზე დგას პოლიცია, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, ვეტექიმი და თანამშრომლები. როგორც კი ითქვა ბაზარი იკეტებაო, გაივსო ბაზარი ხალხით, რა დროსაც ძნელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სწორედ ამიტომაც დადგა დღის წესრიგში მისი დახურვის საკითხი. ეს, რომ არ მოხდეს, ამისათვის ბაზარში უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებამ მოგვიწია- ბაზრის შენობაში ყველა მყიდველს სემოსვლისას ტემპერატურას შეუმოწმებენ, ადგილზე დახვდება ბახილები, ხელთათმანი, პირბადე და ანტისეპტიკური საშუალება. ასევე შენობის შესასვლელში მყიდველი გადაახურდავებს ქაღალდის ფულს, რკინის მონეტებში, რომელიც ანტისეპტიკურ ხსნარში იქნება მოთავსებული, რათა ნაკლები შეხება ქონდეს მყიდველს და გამყიდველს ქაღალდის ფულთან. გამყიდველსაც დასაბრუნებელი რკინის მონეტები ანტისეპტიკურ ხსნარში უწყვია. მყიდველი აუცილებლად გავა შენობის მეორე კარიდან. გარდა ამისა კედლებზე მიმაგრებულია ანტისეპტიკური ხსნარებიც“.

როგორც კორსანტია ამბობს ბაზრის ტერიტორიაც ყოველ ღამე ანტისეპტიკური ხსნარებით იწმინდება. კორსანტიას თქმითვე აგრარულ ბაზარი დაათვალიერა სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი შენიშვნა ქონდა ქაღალდის ფულის მოხმარებასთან დაკავშირებით,

,,გუბერნატორს მოეწონა ბაზარში გატარებული უსაფრთხოების ზომები და გვითხრა, რომ მოგვეფიქრებინა რაღაც მექანიზმი, რომლის შემდეგ ნაკლები შეხება ექნებოდა ფულთან როგორც მომხმარებელს, ასევე მოვაჭრეს. სწორედ ამიტომ იქნა მოფიქრებული ქაღალდის ფულის გადახურდავება ანტისეპტიკურად დამუშავებულ მონეტებზე“- აცხადებს კორსანტია. კორსანტია ასევე მოუწოდებს გარემოვაჭრეებს ბაზრის შენობაში შემოსვლასა და იქ ვაჭრობაზე,

,, სოციალური ქსელის საშუალებითაც მივმართე და მინდა გავიმეორო, გარემოვაჭრეები რომლებიც ბაზრის შენობაში შემოვლენ განთავისუფლებულები იქნებიან გადასახადებისაგან“.