პარ. აპრ 19th, 2024

დაინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი 27 მარტს ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში იმყოფებოდა და ათეულობით პირთან ჰქონდა კონტაქტი.

წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელიას თქმით, ახალგაზრდა, რომელსაც კორონავირუსი თბილისში დაბრუნების შემდეგ დაუდგინდა რამდენიმე დღით ადრე სოფელ ლიაში იმყოფებოდა.

“ამ პირთან სოფელ ლიაში კონტაქტირებული ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია ანაკლიის საკარანტინე ზონაში. აღნიშნული პიროვნება სამეგრელოში იმყოფებოდა 28 მარტს. ის იმყოფებოდა ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური დამატებითი კონტაქტების გამოსავლენად. პიროვნებას თბილისში გამოუვლინდა covid-19 და ამის შემდეგ გახდა საჭირო მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა”, – ამბობს კვარაცხელია.

ამ დროისათვის ანაკლიის საკარანტინო ზონაში 23 ადამიანია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.