სამ. აპრ 23rd, 2024

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან თითქმის ერთი კვირა კავიდა. დღეის მდგომარეობით ფოთში თვითიზოლაციაში 14 ადამიანია, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 ადამიანი. ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის მოადგილის ზიზი გაგუას თქმით ,,ყოველდღიურად მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგი, საბედნიეროდ არცერთი შემთხვევა არ გვაქვს კორონა ვირუსის სიმტომატიკით გამოვლენილი ფაქტები. რაც შეეხება ციების სიმპტომებს წუხელ შემოვიდა 2 ოპაციენტი, რომლებიც იყვნენ გადმზიდავი მანქანის მძღოლები, რომელთაგან ერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგად გაეწერა ბინაზე, ხოლო ერთი პაციენტი პლევმონიის დიგნოზით განაგრძნობს მკურნალობას სტაციონალში, თუმცა არა კორონავირუსის სიმპტომატიკით“.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კარანტინის გამოცხაადების შემდეგ ფოთში არ დაფიქსირებულა არცერთი თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი, გაგუას თქმით ,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა. კარანტინის გამოცხადებამდე კი თვითიზოლაციის დარღვევის 4 ფაქტი იყო, რომლებიც გადაყვანილები იყვნენ კარანტინში. გარკვეული მოთხოვნები არის გადამზიდავი ტრანსპორტის მძღოლების მიმართ, საზღვარგარეთოდან ჩამოსვლის შემდეგ ისინი 14 დღე იმყოფებიან თვითიზოლაციაში. შემდგომი რეისის დროს კი იცავენ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ ვაწვდით“.

საბედნიეროდ ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი არც ერთი ნიმუში დადებითი არ აღმოჩნდა, შესაბამისად ჯერ-ჯერობით ფოთში ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება.