შაბ. აპრ 20th, 2024

„არა ჟურნალისტებზე ძალადობას“, „დაისაჯოს მოძალადეები“, ,,ნუ გვესვრით“, – ამ ლოზუნგებით დღეს ფოთში, მედიის წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლის წინ, აქცია გამართეს.

მედიის წარმომადგენლებმა, 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების უფლებების შელახვა და ძალადობა გააპროტესტეს.

თბილისში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას, სოლიდარობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომუშავე ჟურნალისტებმაც გამოუცხადეს.