პარ. მარ 29th, 2024

“მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი” – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, 8 წლის ბექა დავითაიას დენმა დაარტყა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი ძლიერი დამწვრობით ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. თუმცა, უმალვე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გახდა მისი გადაყვანა აუცილებელი, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვს სხეულის მძიმე ხარისხის (70%-ის) დამწვრობა აღენიშნებოდა.