ხუთ. აპრ 25th, 2024

„პირველადი დათვალიერების შედეგად მდინარეში მოზარდი ვერ იქნა აღმოჩენილი. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 20 მაშველი. მიმდინარეობს არა მხოლოდ მდინარის ზედაპირის დათვალიერება, ადგილზე მობილიზებული არიან მყვინთავები, დამატებითი ძალები გადმოვიყვანეთ აჭარის რეგიონიდან, ამ წუთებშიც გრძელდება სამძებრო სამუშაოები და გაგრძელდება ვიდრე ამინდი და მხედველობის არე მოგვცემს ამის საშუალებას. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება, რათა დროულად იქნას მოზარდი ნაპოვნი”- ასეთია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურის კომენტარი.

შეგახსენებთ, თვითმხილველების თქმით, 16 წლის მოზარდი, აღმაშენებლის ხიდზე სამ თანატოლთან ერთად იმყოფებოდა. ის მოაჯირზე ავიდა სურათის გადასაღებად, როდესაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.