ხუთ. აპრ 25th, 2024

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელოვნებო სასწავლებლის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მასწავლებლები დასახელდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. წარმატებული პედაგოგები ფულადი პრემიითა და სიგელებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა, „ნელი გეგეშიძის“ ფონდმა, „ეი პი ემ ტერმინალ“-მა და „ვი თი ბი“ ბანკის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

პედაგოგებს საერთაშორისო დღე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციამაც მიულოცა და მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა.

დაჯილდოების ცერემოანიალის დასრულების შემდეგ მუსიკალური ნომრები ქალთა ანსამბლმა „კესანე“ შეასრულა.