ოთხ. აპრ 24th, 2024

საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთის ორგანიზებით მოწყობილ მედიატურის ფარგლებში დევნილთა დასახლებაში მისულ ჟურნალისტებს სხვადასხვა პრობლემები დაგვხდა. ჩვენ ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებს არსებულ პრობლემებზე გავესაუბრეთ.

წლებია დევნილები ახალ რაიონში მათთვის სპეციალურად აშენებულ სახლებში ჩამოასახლეს. თავდაპირველი სურათი ამჯერადაც არ შეცვლილა. დევნილების უმეტესობას წლებია აწუხებს უხარისხოდ აშენებული კორპუსების პრობლემა.

კორპუსების უმეტესი ნაწილი დღესაც სავალალო მდგომარეობაშია. უმეტესმა მათგანმა როგორც ჩვენთან საუბრისას განაცხადეს თავად გაარემონტა საცხოვრებელი სახლი. როგორც ისინი ამბობენ ყოველი წვიმის დროს კორპუსების სარდაფები წვიმის წყლით ივსება. ასევე მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა.