შაბ. აპრ 20th, 2024

მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნაბეღლავის ქარხნის დათვალიერების საშუალება მიეცათ. მედიატურში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ბეჭვდითი და ონლაინ მედია საშუალებების ჟურნალისტები.

ნაბეღლავის ისტორია 1905 წელს იწყება, როდესაც გურიაში კურორტ ნაბეღლავში მინერალური წყალი აღმოაჩინეს. წყალი ხარებს მოსწონებიათ და სწორედ ასე მიაგნო ადგილობრივმა მოსახლეობამ წყაროს. 1950-იან წლებში პირველი ჭაბურღილი გაიბურრა და უკვე 1958 წელს ნაბეღლავის წყლის ქარხნული წარმოება დაიწყო. ნაბეღლავის ისტორიაში ახალი ეტაპი 1997 წლიდან იწყება, როდესაც წარმოებას სათავეში „წყალი მარგებელი“ ჩაუდგა.

ხოლო 2017 წელს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა გაიხსნა, რომელიც 40 მილიონი ევრო დაჯდა.
ქარხანა თანამედროვე ინდუსტრიის თვალსაჩინო ნიმუშია და მთლიანად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, იგი გურიის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს.

ამ ქარხანაში „წყალი მარგებელი“ აწარმოებს, როგორც მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და წყაროს წყალ „ბახმაროს“, ასევე ავსტრიული კომპანიის „რაუხის“ წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს.

ბრენდი ნაბეღლავი საქართველოს ბაზრის 100% ფარავს, ხოლო 85% ბახმარო. მინერალური წყალი მსოფლიოს 29 ქვეყანაში გადის: დსთ, არაბეთი, ჩინეთი, აშშ, იაპინია და ა. შ. ნაბეღლავში ჩამოსხული ქართული წყლებით მარაგდება პენტაგონის ჯარები.

მედიატურის ფარგლებში მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გურიის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს – ერისთავების სასახლე და დენდროლოგიური პარკი, ჩოხატაურის ნ.ბერძენიშვილის მუზეუმი, ერკეთის დედათა მონასტერი, მთავარანგელოზის ეკლესია, შემოქმედის ეკლესია. აღნიშნული მედიატური www.gurianews.com ორგანიზებით მოეწყო.