ხუთ. აპრ 25th, 2024

საფრანგეთის ქალაქ გრავლინში ჩატარდა 2018 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფოთელი ნიჩბოსნებიც ასპარეზობდნენ. ზაურ ჩერნიშოვმა და ზურაბ კინტირაიამ ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით B ფინალში მე-5 ადგილი დაიკავეს, საერთო ჩათვლაში მე-11ადგილი.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნაჩვენები დრო 6:46, ბოლო 25 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი გახლავთ.