ხუთ. მარ 28th, 2024

ბულგარეთის ქ. ალბენაში კრივში 2004 -2005 წლებში დაბადებულ მოკრივეებს შორის ტარდება ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ფოთელი მოკრივეებიც არიან. ფოთელი საბა ტყებუჩავა 44,5 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ხოლო მოკრივეთა ნაკრები გუნდის წევრმა დემურ ქაჯაიამ ნახევარფინალური ორთაბრძოლის მეორე რაუნდში დაამარცხა უნგრელი მეტოქე და გაინაღდა მინიმუმ ვერცხლის მედალი და გავიდა ევროპირველობის ფინალში.

რაც შეეხება მოკრივეთა კლუბ ლიდერის მეორე მოკრივეს ირაკლი ჯანელიძეს, ის გუშინ გამართულ ბრძოლის შემდეგ მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მფლობელად მოიაზრებოდა, მაგრამ დღეს ჯანელიძემ კრივის ყველა გულშემატკივარი გაახარა და 65 წონით კატეგორიაში მეორე ოქრო მოიპოვა.

http://www.myvideo.ge/v/3601416