პარ. მარ 29th, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე მეორე საჯარო სკოლაში დღის მეორე ნახევარში ხანძარი გაჩნდა. როგორც msnews.ge-ს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ განუცახადა, ხანძრის შედეგად ერთი საკლასო ოთახი დაიწვა. მისივე ინფორმაციით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია დროულად მოხდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში msnews.ge განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.