სამ. მარ 19th, 2024

ფოთში ფაროსანას წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ოთხივე წარმომადგენლობით უბანში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ანგული მიქავამ და დავით ღადუამ, ქალაქის მოსახლეობას ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად განსახორციელებელ ღონისძიებებსა და რეკომენდაციებზე ესაუბრეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფოთში ისევე როგორც სხვა რეგიონებში, სხვადასხვა მეთოდებთან ერთად ე.წ. „ნისლით შეწამვლა“ იქნება გამოყენებული, რაც ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქნა მიჩნეული.

მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გავრცელებულია მავნებელი, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტარამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები.