პარ. მარ 29th, 2024

ფოთის ბაზარში ხმაური აგრარული ბაზრის შპს „ლუკას“ შენობის კარის დაკეტვამ გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა აგრარული ბაზრის უკანა შესასვლელ-გასასვლელი კარი, რომელიც „საყველე“ და „სახორცე“ ბაზრის მიმდებარედ მდებარეობს, ხუთი დღეა რაც დაკეტილია.

ბაზრის მოვაჭრეები დაკეტილი კარის გაღებას ითხოვენ,რადგან ხელი ეშლებათ ვაჭრობაში.

მათი განმარტებით კარის დაკეტვა ორი ბაზრის ადმინისტრაციის მფლობელებს შორის წლების განმავლობაში არსებული უთანხმოების გამო მოხდა.

მოვაჭრეების ბრალდებას უარყოფს შპს „ლუკას“ მეპატრონე ნოდარ კორსანტია. მისი განმარტებით კარის დაკეტვა არა ბაზრობების მფლობელებს შორის არსებულმა უთანხმოებამ, არამედ, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნილმა წერილებმა გამოიწვია.


ივეტა პაჭკორია