პარ. აპრ 26th, 2024

საქართველოს ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ხელბურთის გოგონათა გუნდი „კოლხები“ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრება, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში, 21-28 თებერვალს გაიმართება. გუნდი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკათედრო ტაძრის ეზოდან ჩემპიონატზე გააცილეს.

გამგზავრებამდე გუნდის წევრებსა და მწვრთნელს დარეჯან გეფერიძეს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია შეხვდნენ. ქალაქის მერმა გოგონებს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

შეხვედრას საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი გოჩა გეგენავა და მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, ფოთის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურისა და სპორტული გაერთიანების, ფოთის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდი „კოლხები“ საქართველოს ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზური, მათ, ქვეყანაში პირველებმა მოიპოვეს.

დოჰაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი 21 თებერვალს დაიწყება და 1 მარტს დასრულდება. მასში 60 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდს საფრანგეთის, დანიისა და ხორვატიის გუნდებთან მოუწევს შერკინება.
კატარში გამგზავრებამდე ხელბურთელები საქართველოს კულტურისა და სპორტის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს შეხვდებიან.