პარ. მარ 29th, 2024

საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 2018 წლის 8 მარტს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას EDU.ARIS-ი ავრცელებს.

მინისტრის ბრძანებით სასკოლო არდადეგების განრიგი დადგენილი იქნება: საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტი -15 მარტი; ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისი – 15 სექტემბერი

ასევე დადგენილია სწავლის დასრულების თარიღიც, სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.

განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს.