ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ქართული სეინერების მეპატრონეებმა და მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი აპროტესტებდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, სეინერებზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას და ელექტრონული ჟურნალის შექმნას. მეთევზეების განმარტებით ახალი რეგულაციის შესრულებას ამ სეზონზე ვერ ასწრებენ, რადგან დაგვიანებით მიიღეს მთავრობის დადგენილება.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს სამინისტროსთან შუამდგომლობას თხოვდნენ. მეთევზე ვახტანგ ქავთარაძის თქმით „ თევზჭერის სეზონი უკვე დაწყებულია, ვითხოვთ ადგილობრივი მთავრობისგან, გვიშუამდგომლოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან, მოხდეს რეგულაციების განხორციელება მომავალი სეზონიდან. რადგან ამჯერად ვერ ვახერხებთ შესრულებას, ყველას ბანკის ვალი გვაქვს. თუ არ გავედით ზღვაში, არ დავიჭირეთ თევზი ოჯახები მშიერი დაგვირჩება.“

აქციის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია შეხვდა, მან ჟურნალიტებთან კომენტარისგან თავი შეიკავა.