ოთხ. ოქტ 9th, 2024

წინასწარი მონაცემებით ფოთის განახლებულ საკრებულოს 4 ქალი წევრი ეყოლება. # 70 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით,
მანდატების უმრავლესობა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს. საკრებულოს 25 წევრიდან 10 მაჟორიტარული და 8 პროპორციული მანდატი პარტია „ქართულ ოცნებას“ ერგო, აქედან 16 მამაკაცი და 2 ქალი გახლავთ.

ხოლო დანარჩენი 7 მანდატი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გადაინაწილეს. როგორც # 70 საოლქო საარჩევნო კომისიაში msnews.ge -ს განგვიმარტეს ,,პროპორციული სიით ფოთის საკრებულოში 15 მანდატიდან, 8 მანდატი ,,ქართულ ოცნებას’’, 2 მანდატი ,,ნაციონალურ მოძრაობას“, 1 მანდატი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს , 1 მანდატი საარჩევნო ბლოკს „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო”, 1 მანდატი „ლეიბორისტებს“, 1 მანდატი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ და 1 მანდატი „შენების მოძრაობას“ ერგო.

პროპორციული სიით ფოთის საკრებულოში შევიდნენ:
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან ”- ირაკლი კაკულია, ნინო ბაკურაძე, თამარ თოფურია, აკაკი დარჯანია, ხვიჩა ცხვიტარია, ზურაბ ჩიჩუა, ჯემალ მიგინეიშვილი და ბაქარ ერაგია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”- დავით ხომერიკი და დარეჯან ცხვიტარია, „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო“- ვახტანგ დარცმელიძე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”- მაია ჩხარტიშვილი, „ლეიბორისტები“- მამუკა ხორავა, „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“- ოთარ ხარჩილავა და „შენების მოძრაობა“- იაგორ თავართქილაძე.

ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოში არსებული 10-ვე მანდატი მმართველი პარტიის კანდიდატებს ერგო:

დავით ესებუა, აპოლონი ბჟალავა, თორნიკე შონია, დავით კვიციანი, ოლეგი ნაჭყებია, ბექა ვაჭარაძე, ზვიად დგებუაძე, თორნიკე კირთაძე, მალხაზ ფოჩხუა და სამსონ კუტალია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოში მანდატი 4 ქალ კანდიდატს ერგო. ეს წინა მოწვევის საკრებულოს ქალთა რაოდენობაზე ორით მეტია, თუმცა წელს საკრებულოს წევრების რაოდენობა 25-ამდე გაიზარდა. შესაბამისად ქალთა ხმა კვლავ მცირეა საკრებულოში. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მაჟორიტარი ქალი არ მოხვდა საკრებულოში.

წელს სხვა არჩევნებისგან განსხვავებით სამი მერობის ქალი კანდიდატი იყრიდა კენჭს, თუმცა, ფოთელებმა ქალი მერის არჩევის სურვილი არ გამოხატეს.