ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთში „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა მაია ჩხარტიშვილმა, # 9 საარჩევნო უბანზე განცხადება გააკეთა არჩევნების

დარღვევებთან დაკავშირებით. ჩხარტიშვილმა „ სომხური კარუსელის“, საარჩევნო უბნებზე მობილიზებული მხარდამჭერების, და #70 საოლქოში, დაკარგული ბიულეტინების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით დაიკარგა პროპორციულის და მერობის კანდიდატების ორი შეკვრა ბიულეტინი, რომელიც მოგვიანებით „გამოაჩინეს“. ჩხარტიშვილმა ასევე ისაუბრა უბნებზე დარღვევით ჩატარებულ კენჭისყრის პროცედურებზე.