შაბ. აპრ 20th, 2024

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის
წევრებთან შეხვდრისას.შეხვედრა ფოთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრისას რამდენიმე პრობლემაც გამოიკვეთა. როგორც მათ გვითხრეს წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. ყოველ მათ მოთხოვნაზე ხელისუფლება ბიუჯეტში ამ კუთხით თანხების გაუთვალისწინებლობას ასახელებდა. როგორც დისკუსიისას აღნიშნეს ყველაზე უფრო ერთმანეთთან .კომუნიკაციის უქონლობა აწუხებთ.

როგორც ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის თარჯიმანმა ზვიად ჯანელიძემ გვითხრა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კავშირში თარჯიმნის სიმცირე წარმოადგენს.

„ერთი თარჯიმანი არ გვყოფნის, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ერთდროულად ვჭირდები წევრებს, ხშირად ვერ ვახერხებ ამას. სასურველია მეორე თარჯიმანი ქალი იყოს, რადგან ხშირ შემთხვევაში, ქალებს მე როგორც მამაკაცი ვერ მივყვები თარჯიმნად. არის ისეთი საკითხები რასაც მე როგორც მამაკაცს ვერ მიმხელენ. რატომ არ შეიძლება ფოთის ბიუჯეტში გაითვალისწინონ ერთი თარჯიმნის დამატება, როცა ეს საკითხი სხვა მუნიციპალიტეტში დადებითადაა გადაწყვეტილი”.

„მივესალმებით მსგავს პროექტებს, რაც უფრო მეტი ქალი მოვა პოლიტიკაში, უფრო იქნება ჩვენი პრობლემები წინა პლანზე წამოწეული. რადგან ქალები უფრო გულთან მიიტანენ ჩვენი კავშირის წევრების პრობლემებს. მჯერა, რომ მეტი ქალის მოსვლის შემდეგ არსებული პრობლემების ნაწილი მოგვეხსნება. ჩვენ მივესალმებით მეტი ქალის მოსვლას პოლიტიკაში. თვითმმართველობაში მეტი ქალის მოსვლა ნიშნავს მეტი პრობლემების მოგვარებას”. – გვითხრა კავშირის ერთ-ერთმა წევრმა ნატო გოგოლმა.

ფოთის გენდერის მედიაცენტრის ინფორმაციით მსგავსი შეხვედრები უახლოეს დღეებში დევნილებთანაც გაიმართება.