პარ. აპრ 26th, 2024

„ეს ქალაქი უნდა იქცეს ერთის მხრივ სტუდენტურ ქალაქად და მეორე მხრივ ეკონომიკურად დახუნძლულ ქალაქად,რადგან ჩვენ ვართ კარიბჭე ამ ქვეყნისა და გვაქვს უდიდესი პოტენციალი შავიზღვისპირეთში“
– საარჩევნო პროგრამის ამ ძირითადი პროპრიტეტებით დაიწყო დღეს ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს,, ფოთის მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ, ოლქების მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიის ათეულის წარდგენა.

ხარჩილავამ წარდგენისას იმ ძირითად პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი, რომლის მოგვარებასაც პირდება გამარჯვების შემთხვევაში ამომჩევლებს. მისი თქმით, პირველ რიგში, უმაღლესი სასწავლებლების ფოთის ფილიალების გახსნის საკითხის მოგვარებას და ფოთის სტუდენტურ ქალაქად ქცევას შეეცდება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მან ერთ-ერთ პრიორიტეტად ყველა გაჩერებული პროექტის დასრულება დაასახელა.

მალთაყვის უბანში მაჟორიტარობის კანდიდატები გახლავთ თენგიზ ჩაკვეტაძე და გელა მექვაბიშვილი, ცენტრის უბანში თორნიკე ხარჩილავა და დონარა მუქერია , ნაბადაში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ირმა ბარამია, ხოლო კუნძულის უბანში იყრიან კენჭს ზაზა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე გვასალია.