ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთი ხვალ 22 ივლისს „ფაზისობა 2017″-ს აღნიშნავს. „ფაზისობა 2017″ წელს განსხვავებული ფორმატით აღინიშნება. სხვადასხვა კულტურული ღონისძიების

გარდა, ”ფაზისობის” დღესასწაულზე საერთაშორისო თამაში – ”ქალაქის საგანძური” 11 საათიდან 16 საათამდე ჩატარდება.

ორგანიზატორების თქმით თამაშის ჩასატარებლად შეირჩა კოლხეთის ნაკრძალის ტერიტორია, მალთაყვას სანაპირო ზოლი, ქალაქის ქუჩები და ღირსშესანიშნაობები.

კვესტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. თამაში არის სათავგადასავლო და შემეცნებითი, საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. რეგისტრაცია უფასოა. თამაში შეიძლება ინდივიდუალურად და მეგობრების/ოჯახის/თანამშრომლების ჯგუფებით.