პარ. მარ 29th, 2024

ფოთის აგრარულ ბაზარში მისულ გარემოვაჭრეებს სავაჭრო დახლები აღებული დახვდათ, როგორც გაირკვა, გვიან ღამით ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიიდან არქიტექტურისა
და ზედამხედველობის სამსახურისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გარე მოვაჭრეების, სავაჭრო დახლები აიღეს და მშვიდობის ქუჩაზე დაასაწყობეს.

მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულები მოსალოდნელი სანქციების გატარებაზე, ამ ფაქტთან შეგუებას არ აპირებენ, თუმცა უკან დახევას არც ზედამხედველობის სამსახური აპირებს. მიმდინარე წლის მარტიდან მოვაჭრეებს არაერთი გაფრთხილების ხელწერილი სამართალდარღვევის გამოსწორების შესახებ გაეგზავნა, რომელზედაც მოვაჭრეეების უმრავლესობამ ხელი მოაწერა, ნაწილმა კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გაისტუმრეს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც აღმოჩნდა არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმებით ვერ შეაშინა მოვაჭრეები და მკაცრი ზომების გატარება დაიწყო. მოვაჭრეებმა ამ ფაქტის გამო პროტესტს ბაზრის დირექციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ გამოხატავენ.

მოვაჭრეების თქმით ბაზარში ადგილი საკმარისი არ არის, ბაზრის დირექციის განმარტებით კი დახლები თავისუფალია და ყველა მოვაჭრე მოთავსდება. ამჟამად ბაზარში დახლების ნახევარზე მეტი თავისუფალია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროტესტს ბაზრის შენობაში მოვაჭრებიც გამოთქვამენ, მათი აზრით არანნჯმნმჯთანაბარ პირობებში არიან და კანონი ყველასათვის უნდა კანონობდეს.გარემოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციასა და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ბაზრის შენობის გარეთ ადგილის გამოყოფას და მის კეთილმოწყობას ითხოვენ.

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის არჩილ მელიქიას განმარტებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება ახალ პრობლემებს შექმნის, მისი აზრით ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის მხოლოდ შიგნით ბაზარში შესვლა.