ხუთ. მარ 28th, 2024

ფოთში იროდი ტიკარაძის დაბადების 75–ე და შემოქმედებითი მოღვაწეობის 50–ე წელი აღინიშნა. ხელოვნების ქურუმისა და ფოთის საპატიო მოქალაქის საიუბილეო
საღამო ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. საღამოს იროდი ტიკარაძის ხელოვნების თაყვანისმცემლის, მეგობრების, მოსწავლეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გარდა საპატიო სტუმრები ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები ანზორ ერქომაიშვილი,ჯემალ ჭკუასელი, რამინ მიქაბერიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფოთის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა იროდი ტიკარაძის სახელობის ვარსკვლავი.

იროდი ტიკარაძის საიუბილეო საღამო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოეწყო. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრშივე გაიმართა იროდი ტიკარაძისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაც.