ხუთ. აპრ 25th, 2024

ამ დროისთვის ფოთის დატბორვის საფრთხე არ არსებობს. მთელი ღამის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე რიონზე წყლის დონის მომატება გამოიწვია.
მთელი დღის მანძილზე მდინარე რიონზე მდებარე ხიდზე მობილიზებული გახლდათ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია. ჰიდროგრაფიული სამსახურის ტექნიკური ჯგუფი, ასევე ფოთის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ხობის ხელისუფლების წარმომადგენლებიც.


თავდაპირველად მდინარე რიონზე გახსნილი იყო 4 რაბი (შლუზი), შემდეგ დაემატა სხვა რაბების გახსნაც.წყლის გადინება 300-320 კუბი წამში ფიქსირდებოდა.

„ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ბოლო ინფორმაციით, წყლის დონე იკლებს. ჰიდროკვანძის მეშვეობით ვახერხებთ წყლის დონის რეგულირებას. ფოთისა და ხობის დატბორვის საშიშროება ამჟამად არ არსებობს“- განაცხადა მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ.