შაბ. აპრ 20th, 2024

დღეს რკინიგზის დარბაზში სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგთა ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით ,,მატარებელი ხელოვნებაში” შედგა. გამოფენა კონცეპტუალური პროექტის
,,ქალაქი ნაპირად ზღვის” ფარგლებში გაიმართა. პროექტის, რომლის ფარგლებში ჩატარდება 4 გამოფენა განგრძობადი ხასიათისაა.

,,მატარებელი ხელოვნებაში” რიგით მეორე გამოფენაა. როგორც ორგანიზატორებმა განმარტავენ მესამე გამოფენა ,,არქიტექტურა ხელოვნებაში” ნიკოლაძის კოშკში ჩატარდება, მეოთხე კი იქნება ,,მითოლოგია ხელოვნებაში”, რომელიც გიორგი ჩიტაიას კოლხურ მუზეუმში ჩატარდება.

გამოფენაში გამოფენილი იყო ეკატერინე გედენიძის, მაია ჩარაევას, მერაბ ყალიჩავას, სერგო ხაზალიას, მაია გერსამიას ფერწერული ნახატები მატარებლის თემაზე. მსურველებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა ფოთელი მხატვრების ნამუშევრები დაეთვალიერებინათ.

გამოფენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ელოდნენ, თუმცა სახელოვნებო ცენტრის უფროსის ნინო პაჭკორიას გარდა გამოფენას არავინ სტუმრობდა, რაც გამოფენის ორგანიზატორებმაც აღნიშნეს.