ხუთ. მარ 28th, 2024

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას ანგარიშს ხმაური მოყვა. ქალაქის მერმა 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა

და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენისას „ნაციონალური პარტიის“ წევრ დარეჯან ცხვიტარიასა და „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრ სამსონ კუტალიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კუტალიამ ცხვიტარიას მისი ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებები შეახსენა.

დარეჯან ცხვიტარიამ ქალაქის მერს რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა, თუმცა ამის საშუალება საკრებულოს თავმჯდომარემ ანგარიშის მოსმენამდე არ მისცა.

ნაციონალური პარტიის წევრს აინტერესებდა თუ რატომ ამოიღეს სოციალურად დაუცველების ერთჯერადი მატერიალური დახმარება, შეჩერებული ტენდერების, დაგვიანებული ხელფასების საკითხი. ცხვიტარიამ კითხვის დასმის შემდეგ დემონსრტაციულად ისე დატოვა დარბაზი, რომ არც დალოდებია კითხვებზე პასუხის გაცემას.

ცხვიტარიას გარდა მერს კითხვები საკრებულოს წევრებმაც დაუსვეს, თუმცა საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით მერმა კითხვებს პასუხი ვერ გასცა.