ხუთ. მარ 28th, 2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში,გზის რეაბილიტაციიის მესამე ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდება – ამის შესახებ ინფორმაციას

ზუგდიდის მუნიპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ტყაიას გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და თვეში საშუალოდ ამ გზით 4000-მდე ადამიანი სარგებლობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 820 მეტრს, სიგანე კი 5,60 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ღირებულება 417 640 ლარს შეადგენს.